Home Ge

ჩვენ შესახებ

ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება წარმოადგენს ინდივიდუალურ მომსახურებას, რაც გულისხმობს არა უბრალოდ ტვირთის ტრანსპორტირებას პალეტებით თუ ყუთებით, არამედ მომსახურების ადაპტირებას დამკვეთის საჭიროებებზე, მისთვის სასარგებლო კონსულტაციის გაწევას, საზრუნავისგან გათავისუფლებას და საუკეთესო ლოგისტიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფას, რაც დამკვეთს ეხმარება თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვაში.

ჩვენი ხედვა და საერთაშორისო ბიზნესის სხვადასხვა ასპექტების უბადლო ცოდნა, სისხარტე და საქმით ძლიერი გატაცება, კომუნიკაციის უმოკლესი, არაბიუროკრატიული გზები, გუნდური მუშაობა და მაღალი მოტივაციის მქონე თანამშრომლები გამორჩეულს ხდის ჩვენს ორგანიზაციას. რაც შეეხება მომსახურების ხარისხს, ჩვენთვის აქ კომპრომისი არ არსებობს! ხარისხთან ერთად, ინდივიდუალიზმი, დინამიურობა და მომხმარებელთა პროაქტიული მენეჯმენტი – ეს ის მოთხოვნებია, რომელთაც ყოველდღიურად ვუწესებთ საკუთარ თავს და ჩვენს კონტრაქტორ მომსახურების პროვაიდერებს. ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობის, უზრუნველვყოთ მომსახურება, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია – პერსონალიზებულ სერვისებსა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ფოკუსირებით.

ჩვენ თითოეულ პროექტს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენთვის თქვენ არ ხართ მრავალთა შორის ერთი რიგითი დამკვეთი, არამედ განგიხილავთ, როგორც პიროვნებას საკუთარი იდეებითა და მიზნებით. როგორც თქვენი სერვის პარტნიორი, ჩვენ გეხმარებით მათ რეალიზებაში. ჩვენ უზრუნველვყოფთ არა უბრალოდ მომსახურებას, არამედ ვცდილობთ, შემოგთავაზოთ საკითხების იმგვარი გადაწყვეტა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. სწორედ ამის გამო გვჯერა, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია; სწორედ ამის გამო ხელს ვუწყობთ გუნდური მიდგომის განვითარებას დამკვეთსა და ჩვენს კომპანიას შორის; სწორედ ამიტომ ვახალისებთ ჩარჩოებს მიღმა მოქმედების და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას.

ჩვენს კომპანიაში ჩამოყალიბებული კულტურა მოიცავს მრავალ სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიება შეცდომების დაშვების შიშის გარეშე, ინკლუზიურობა და კოლაბორაცია, ღიაობა და ახალი იდეების გამოხატვის სურვილი, მუდმივი ზრდა და განვითარება, როგორც პიროვნულ, ისე პროფესიონალურ დონეზე და ჩვენი თანამშრომლების ისეთი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, რომლებიც საჭიროა მათი წარმატებისთვის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ეს კულტურა განსაზღვრავს ურთიერთობებს არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ დამოკიდებულებას ჩვენს დამკვეთებთან, პარტნიორებთან და საზოგადოებასთან, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ვემსახურებით.

ამაყები ვართ, რომ ვმუშაობთ კომპანიისთვის, რომელიც აწესებს ეთიკური ქცევის მხოლოდ უმაღლეს სტანდარტებს და ხელმძღვანელობს ურყევი პრინციპებით.

ჩვენი ფილოსოფია

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ტვირთების გადაზიდვის სერვისების მიმწოდებელი უდავო ლიდერი კომპანია საქართველოში, ძლიერი, ყველაზე ინოვაციური, მაღალი რეპუტაციის მქონე და სანდო ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რომელიც პატივისცემას იმსახურებს განსაკუთრებული კვალიფიკაციისა და შეუდარებელი ხარისხის მომსახურების გამო, კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს მასშტაბურ განვითარებას და აღნიშნულ სფეროში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ორგანიზაციების რიგებშია, ეფექტური ტექნოლოგიებისა და სისტემების განვითარების, ყველაზე კვალიფიციური პერსონალის დაქირავებისა და გადამზადების და საქმიანობის თითოეული ელემენტიდან მაღალი ღირებულების შექმნის წყალობით.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ განსაკუთრებული, ეფექტური და მაღალი სანდოობით გამორჩეული მომსახურების მიწოდება ტვირთების გადაზიდვისა და ლოგისტიკის სფეროში, კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების შემოსავლების ზრდას, წვლილი შევიტანოთ მათ წარმატებაში და გავაუმჯობესოთ მათი მიწოდების ჯაჭვი, მათი მოსმენით, მათ მოთხოვნებში ინვესტირებით, ინოვაციების, კრეატიულობის და ტექნოლოგიების დახმარებით, აგრეთვე დიდი გამოცდილების მქონე პერსონალის ჩართულობით და პროცესების მუდმივი გაუმჯობესებით.

სერვისი

საავტომობილო გადაზიდვა

საზღვაო გადაზიდვა

სარკინიგზო გადაზიდვა

საჰაერო გადაზიდვა

არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა

მულტიმოდალური გადაზიდვა

ნაკრები ტვირთების გადაზიდვა

საბაჟო პროცედურები

ტვირთის დაზღვევა

კონტაქტი

მისამართი

გიორგი სააკაძის II გასასვლელი #4, სართ. 7, 0180 თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 032 2111170
ელ-ფოსტა: info@shturmani.ge

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი 09:30 -18:30